საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება.
ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.
“მილანის“ ლეგენდების დიდი ჯგუფი თბილისში 20 სექტემბერს ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს სტუმართა გუნდის რამდენიმე წევრი ეწვია. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 20 სექტემბერს ჩაატარა.
მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,