ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე სესილი სივსივაძემ ორ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება:
ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) - პირველი საპრიზო ადგილი და აშშ-კანადის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (აშშ, ნიუ-იორკი) - გრანპრი, პლატინის მედალი
„ნიჭიერთა ათწლედი“ ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგს, ქალბატონ ნანა ახობაძეს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
პიანისტ სესილი სივსივაძის ეს წარმატება პირველი არაა, მას მრავალ საერთაშორისო კონკურსში აქვს გამარჯვებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,