ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
2023-11-09 09:15:07

კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინი ყაზახ კოლეგასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ასოციაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებს, გარდა ამისა, პრეზიდენტები მოსაზრებებს გაცვლიან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

მისივე თქმით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მედიასთან კომენტარს გააკეთებენ და დისტანციურად ჩაერთვებიან რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს