„ეს არის წინასაარჩევნო ბლეფი და ამ სუბიექტს არასდროს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, არც გამბედაობა, რომ ჩამოსულიყო", - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდება. „თუმცა, თუ საოცრება მოხდა, როგორც უკვე დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში. სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით. თქვენ იცით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაციასაც ძალიან აქტიურად ვახორციელებთ. როგორც ვიცი, მეორე აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),