თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
2025-12-14 12:26:40

სხვადასხვა

ვარშავაში სახაროვის პრემიის გამარჯვებული ჟურნალისტების, მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოები გამოფინეს. სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტი იმ ადამიანებს შორის მოიხსენიეს, ვინც  ყველას თავისუფლებისთვის იბრძვის.

პატიმარი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის - ვარშავაში მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოები გამოფინეს“, - წერია ფოტოებზე.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია; იგი უკვე 11 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ანდჟეი პოჩობუტი - პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტია, რომელიც ბელარუსში პატიმრობაში იმყოფება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მერცი: პუტინი სსრკ-ს აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება
პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს
კონგრესმენი: უკრაინის იძულება, დათმოს ტერიტორიები, არა რეიგანის, არამედ ჩემბერლენის ნაბიჯია
უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი