პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს
2025-12-14 15:12:02

სამართალი

პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს. 

შერვაშიძის ძმა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე მინდია შერვაშიძე თორნიკე თოშხუასთან ერთად 16 აგვისტოს "ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით" დააკავეს.

მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძეა. დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, მოიხსენიებდა მათ აგდებულად, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა შემდგომ დაპირისპირებაც.

აღსანიშნავია, რომ ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს შეურაცხყოფას აყენებდა თავის ვიდეოებში და არამარტო – ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა.

გოცირიძე დასაქმებულია მერიის დაქვემდებარებულ შპს-ში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი „ვარშავიანკა“ ააფეთქეს
თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან „უპილოტო“ დრონი ჩამოაგდეს
დოროთე ყურაშვილი მღვდელთმოქმედების შეჩერებაზე: მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება
ხოშტარია - არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი