ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
2025-12-13 11:50:08

Lifestyle

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა მომავალ წელს შემცირდეს.

როიტერის ცნობით, მან ეს განცხადება დაავადებასთან ცხოვრების გამოცდილების შესახებ საუბრისას გააკეთა.

როგორც ცნობილია, 77 წლის მეფეს გასული წლის თებერვალში კიბოს ერთ-ერთი ფორმა დაუდგინდა.

„შემიძლია გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, რომ ადრეული გამოვლენის, ეფექტური ჩარევისა და ექიმების რეკომენდაციების დაცვის წყალობით, ჩემი კიბოს მკურნალობის გრაფიკი შესაძლოა ახალ წელს შემცირდეს“, - თქვა მან.

მონარქმა საჯარო აქტივობები აპრილში განაახლა.

2025 წლის მარტში, წინა კიბოს მკურნალობის გვერდითი მოვლენების გამო, ის დროებით საავადმყოფოში დაბრუნდა.

ნოემბრის ბოლოს, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მას პროსტატის კიბო მკურნალობდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი