პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი უცნობი მიზეზით დააკავა
2025-12-12 20:25:09

პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

სამოქალაქო აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს რომ ახაგაზრდა ქალს რამდენიმე პოლიციელი დაკავების მანქანაში სვამს. 

 "8 კაცი დახვდა, მიჰყავთ და არც უმარტავენ რა ხდება" - წერს ლიკა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

პოლიციამ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიგა ლემონჯავას და აქტივისტების მანქანა გაჩხრიკა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აქტივისტებთან ერთად პარტია "დროას" ოფისის დატოვების შემდეგ პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე გააჩერა. 

გიგა ლემონჯავას თქმით, მისი მანქანის გაჩერება და აქტივისტების დაკავება, დღეს, თბილისში დაგეგმილ ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება. 

"დროას" ოფისში ვიყავი, რომელიც არის სუს-ის და შსს-ს ალყაში და ორი ადამიანი, ვინც ჩვენი ოფისიდან გავიდა დააკავეს - ნოდარ ჩაჩანიძე და ერთ-ერთი აქტივისტი კიდევ, სტუდენტი. ზოგადად, ადამიანებს რუსთაველის გამზირზე აკავებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს ჩემი აზრით უკავშირდება კალაძის მიერ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას და ეშინიათ, რომ აქტივისტები არ მივიდნენ იქ იმიტომ, რომ უნდათ კომფორტულ გარემოში აანთოს კალაძემ ნაძვის ხე. გაგიჟების პირას არიან უკვე ადამიანებს ჩხრეკენ და აკავებენ იმიტომ, რომ ნაძვის ხის ანთებამ კომფორტულ გარემოში ჩაიაროს. 

ვერაფერი, რა უნდა ეპოვათ, რას ეძებდნენ ეგეც არ ვიცი, ავტომობილი გაჩხრიკეს, პირადი ჩხრეკაც, ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეს. სხვა ადამიანებიც დაათვალიერეს ზედაპირულად, ვინც ჩემთან ერთად იყო, მანქანაც დაათვალიერეს. მას შემდეგ რაც მედია მოვიდა ადგილზე და ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, თქვეს, რომ დასრულებულია ეს საპოლიციო ღონისძიება," - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი