უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იარაღით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყეს
2025-12-12 16:11:38

მსოფლიო

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადამტან ორ რუსულ გემს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა.

გემებზე „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“ დარტყმა კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან განხორციელდა. რუსეთი ამ გემებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. ორივე გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი