კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
2025-12-12 13:40:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხროვი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული – დიდი – პოტენციალი. თქვენი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საკითხს და ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც აისახება”,- თქვა კობახიძემ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ, მრავალი მიმართულებით. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. სწორედ ეს მიმართულება არის გამწევი ძალა დღევანდელ პერიოდში და დიდია მისი გავლენა სხვა სექტორებზე. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის გაძლიერდება კომუნიკავცია. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე – ეკონომიკურ განზომილებას”, – თქვა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი