ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი: რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში ძალადობრივ ბანაკში აგზავნის
2025-12-12 13:29:57

პოლიტიკა

რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში „მავნე და ძალადობრივ“ ბანაკში აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევში დაფუძნებული „ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი" ავრცელებს. 

ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების ჩრდილოეთ კორეის ბანაკში გაგზავნის რამდენიმე შემთხვევა დადასტურებულია.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, რომელიც უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაყვანას ეხება. ასევე არის ნახსენები სხვა ბავშვების შესახებ, მათ შორის ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბანაკში წასაყვანად შესარჩევ კონკურსში“, – წერს ცენტრის იურიდიული ექსპერტი კატერინა რაშევსკა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი