აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა მადუროს ოჯახსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ ტანკერებს
2025-12-12 13:27:54

პოლიტიკა

აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შეეხო ექვს გადაზიდვის კომპანიას, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ და ასევე ნედლი ნავთობის ექვს ტანკერს, რომლებიც "ჩართულნი არიან მატყუარა და სახიფათო გადაზიდვების პრაქტიკაში და აგრძელებენ ფინანსური რესურსების მიწოდებას, რაც მადუროს კორუმპირებულ ნარკოტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებს."

სანქციები შეეხო ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, დისშვილებსაც - ფრანკი და ეფრაინ ანტონიო კამპო ფლორესებს - რომლებიც 2015 წელს ჰაიტიში აშშ-ს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

2016 წელს ისინი მრავალ მილიონდოლარიანი კოკაინის გარიგების საქმეზე გაასამართლეს და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ ისინი გაათავისუფლა. სანქცირებულია მესამე დისშვილიც, რომელიც, აშშ-ს მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი