პაპუაშვილი კობახიძისა და პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენაზე ამბობს, რომ პრობლემა არაა
2025-12-12 12:34:32

პოლიტიკა

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ქართული ოცნება"საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" მოქმედებს.

"არანაირი პრობლემა არ არის [კობახიძე და პუტინი ერთ სივრცეში].

დაგეგმილი არაფერი არ არის... თქვენ რა ავერსიები გაქვთ, ვერ ვხვდები... რა შიშები გაქვთ, რა რისკები გაქვთ. მე მგონი ძაან ცხადია, ხო? ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრემიერმინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერმინისტრი ისაუბრებს იმაზე, რასაც ჩათვლის საჭიროდ და რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესშია", - თქვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც "ნეიტრალიტეტის დღის" ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის ფონზე გამოჩნდა.

 

 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი