პოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
2025-12-11 11:00:59

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული  ა.თ.  ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს  ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში  დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი