საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია
2025-12-10 18:24:10

საზოგადოება

საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური გათამაშება ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გათამაშების ბოლო ეტაპში, რომლის საპრიზო ფონდია ნახევარი მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ გათამაშება სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ჯამში გათამაშების საპრიზო ფონდი 650 000 ლარი იყო. თითოეული თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული სამი მომხმარებელი კი 250 000, 150 000 და 100 000 ლარს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს მომხმარებლის მიერ წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთი. ფინალში ჩასართავად კი აუცილებელია, რომ მომხმარებელი დეკემბრის(დეკემბერში) განმავლობაში ერთხელ მაინც შევიდეს მობილბანკში.

ბილეთების დაგროვების წესები მარტივია:

  • მობილბანკში პირველად შესვლისას მომხმარებელი იღებს 5 ბილეთს;
  • თითოეულ გადახდაზე, გადარიცხვაზე ან სხვა ტრანზაქციაზე – 1 ბილეთს;
  • თითოეული ახალი პროდუქტის გააქტიურებისას – 5 ბილეთს;
  • POST ტერმინალით განხორციელებულ და ონლაინ შოპინგის ტრანზაქციებზე, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე – 1 ბილეთს.

გათამაშების დეტალური პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.  გათამაშებაში ჩართვისთვის განაახლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ სარგებლობთ აპლიკაციით, გადმოწერეთ მარტივად. 


ავტორი: R (რეკლამა),


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი