მაჭარაშვილი - მეც შემიძლია, შუა რუსთაველზე დავდგე, ხელები გავშალო და ქუჩა გადავკეტო
2025-12-10 11:51:17

კომენტარი

ადამიანის უფლებების კონვენციებში წერია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ და ქვეყანამ ეს უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის ფარგლებში და ისე, რომ სხვათა უფლებები არ იყოს შელახული, – ამის შესახებ ივანიშვილის მარიონეტული პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ თავის მხარდამჭერებს დაავიწყა, რომ შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება.

„დიფ სთეითის“ პოზიციაა, რომ კონვენციით მხოლოდ მათი მხარდამჭერების უფლებებია გათვალისწინებული. ადამიანებს როდესაც პროტესტის გამოხატვა უნდათ, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სხვათა უფლებები არ დაირღვეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დროს, საშუალებას და ადგილს მოგცემს, პროტესტი გამოხატო. სხვათა უფლებები დაცული უნდა იყოს. მეც შემიძლია, შუა რუსთაველზე დავდგე, ხელები გავშალო და ქუჩა გადავკეტო. ეს გამოხატვის თავისუფლებაა? როცა დისკომფორტს ასეულობით ადამიანს უქმნი, ეს დემოკრატიის პრონციპში ჯდება? შემიძლია, სხვა ადგილას დავდგე, სადაც სხვას მოძრაობაში ხელს არ შევუშლი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი