სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა
2025-12-08 21:01:16

კომენტარი

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლანდელ ვითარებაზე ყველას მართებს დაფიქრება.

„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემმა ჯენზი შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად ამ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.

პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი