კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
2025-12-06 20:48:36

კომენტარი

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

"ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტებიახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა.მეტიც, „კამიტის" ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.
 ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.
 
ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა", - განაცხადა პრემიერმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი