ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე სასამართლომ ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა.
მოსამართლემ მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კურტანიძე საპატიმროში ივლისიდან იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 2 თვეს გაატარებს.
ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა, რის შემდეგაც იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ავტორი: ექსპრესნიუსი,