თურქეთის სანაპიროსთან თავს დაესხნენ ტანკერს რომელსაც მზესუზირის ზეთი რუსეთიდან საქართველოში მოქონდა
2025-12-02 11:23:11

სხვადასხვა

შავ ზღვაში ორ ტანკერზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, დღეს თავს დაესხნენ მზესუმზირის გადამზიდ გემს. - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ  განაცხადა: „გემს, რომელიც რუსეთიდან საქართველოსკენ მიემართებოდა, თავს დაესხნენ“. წერს უწყება.

"ტანკერ MIDVOLGA-2-ს, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთის ტვირთით მიემართებოდა, თურქეთის სანაპიროსთან 80 მილის (130 კმ) მოშორებით შეუტიეს. ეკიპაჟის წევრები თავს კარგად გრძნობენ, გემს დახმარება არ მოუთხოვია, ის თავისით მოდის სინოპისკენ." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

 თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური სააგენტოს ინფორმაციით, გემს, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი ამჟამად უვნებელია, დახმარება არ მოუთხოვია. გემი ძრავებით სინოპის მიმართულებით მიემართება“.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი