აშშ-ის ხელისუფლება პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში ომის მოგვარების შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“. „მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ს მხრიდან რუსეთთან ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის ახალ ზეწოლას განიცდის“, - ნათქვამია სტატიაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკი „მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მომენტს აწყდება“ კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელიც მის უახლოეს წრეს მოიცავს, ოპოზიციის ლიდერები მთავრობის სრულ რეფორმას მოითხოვენ და მოსკოვი სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,