კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა
2025-11-27 20:02:56

სპორტი

მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური MMA კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარე წლის დასაწყისში შევიდა.

"WOW FC-ში კრიშტიანუ რონალდუს შემოსვლა ჩვენი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ის წარმოადგენს პროფესიონალიზმის, მძიმე შრომისა და გლობალური სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს. როგორც მონაწილეები, ისე მაყურებლები - WOW-სა და რონალდუს გავლენით შთაგონებულები, იგრძნობენ, რომ უფრო მეტის მიღწევა და პროგრესი შეუძლიათ“, - განაცხადა თოფურიამ.

თავის მხრივ კომენტარი გაავრცელა "ალ-ნასრის" ფორვარდმაც:

"მოხარული ვარ, რომ დიდი ამბავი გაგიზიაროთ. WOW FC-ის თანამეწილე გავხდი. MMA წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებისაც მჯერა: დისციპლინა, პატივისცემა, გამძლეობა, ბრწყინვალებისკენ რეგულარულად სწრაფვა. WOW FC რაღაც უნიკალურსა და ძლიერს აშენებს და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტს ვუერთდები, რათა სპორტის ახალ დონეზე აყვანასა და მომდევნო თაობის შთაგონებაში დავეხმარო“, - დაწერა რონალდუმ.

ამრიგად, ლეგენდარული ქართველი და პორტუგალიელი სპორტსმენები ამიერიდან საქმიანი პარტნიორები არიან.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი