ორგანიზაციის ვებსაიტის ცნობით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს კვლავ ეროვნული დროშის, ჰიმნისა და სიმბოლოების ქვეშ შეჯიბრების უფლება მისცა, დაწყებული 2025 წლის აბუ-დაბის გრანდ სლემიდან.
ფედერაციამ განაცხადა, რომ „ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, მათ შორის ბელარუსი სპორტსმენებისთვის ეროვნული წარმომადგენლობის სრული აღდგენის შემდეგ, IJF მიზანშეწონილად მიიჩნევს რუსი სპორტსმენების თანაბარი პირობებით მონაწილეობის დაშვებას“. IJF-მა დასძინა, რომ რუსეთი ისტორიულად წამყვანი ქვეყანა იყო მსოფლიო ძიუდოში და მისი დაბრუნება „გაამდიდრებს შეჯიბრებებს ყველა დონეზე“.
IJF-ის შტაბ-ბინა ბუდაპეშტში მდებარეობს. ვლადიმერ პუტინი ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას 2022 წლის 26 თებერვლამდე იკავებდა, სანამ მისი სტატუსი შეჩერდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,