სელფი საერთაშორისო ფესტივალის - DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
2025-11-27 10:36:42

High - Tech

 სელფი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია.

ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება თბილისში და სრულად ეძღვნება მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, AI/ML ინჟინრებს, სტარტაპებს, მკვლევარებს, მარკეტინგისა და დიზაინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების სპეციალისტებს.

DataFest Tbilisi წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმდინარე ტრენდები, სირთულეები და შესაძლებლობები. წლევანდელი თემა -  AI in Focus მოიცავს პრაქტიკულ AI-გამოყენებას, ინდუსტრიაზე მის გავლენას, ეთიკურ საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება AI სისტემების მასშტაბირებისა და ინტეგრაციის პროცესში. მონაწილეებს ასევე ელოდებათ ვორქშოფები, დისკუსიები და თემატური შეხვედრები.

ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციების განვითარებას.

„სელფი მხარს უჭერს  ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას, პროფესიული ქსელების გაფართოებას და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. DataFest Tbilisi სწორედ ის სივრცეა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გამოცდილების გაცვლა ერთიან გარემოში იყრის თავს,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი