პრინცი ენდრიუ, ტიტულს დაკარგავს და რეზიდენციას დატოვებს
2025-10-31 09:27:40

Lifestyle

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის ძმა, პრინცი ენდრიუ, ტიტულს დაკარგავს და რეზიდენციას დატოვებს, - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის სამეფო ლოჟამ განაცხადა.

ამ კვირაში ახალი დეტალები გახდა ცნობილი მისი ურთიერთობის შესახებ ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან, მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავესთან, რომელმაც ამერიკულ ციხეში თავი მოიკლა. ამ ახალმა დეტალებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა პრინცისა და ეპშტეინის კავშირები უფრო მჭიდრო, ვიდრე პრინცი ადრე აცხადებდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერიდან პრინცი ენდრიუ ცნობილი იქნება, როგორც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი