თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
2025-10-08 20:32:37

კულტურა

თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა, არტანუჯში, გევერნიკის ციხეში, ეკლესიის აფსიდის ქვეშ, თაღოვან სამარხს მიაკვლიეს, რომელიც ქართველი მეფის აშოტ პირველის დაკარგული საფლავია. თუმცა ძვლის ფრაგმენტები შიგნით არ აღმოჩნდა.

თურქი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ აღმოჩენით არქეოლოგიურად დადასტურდა ისტორიული წყაროები, რომ აშოტ კურაპალატი არტანუჯში იყო დასაფლავებული. გათხრებს ვანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ზედამხედველობით აწარმოებდა. სამარხის სიგრძე ორი მეტრია, სიგანე კი მეტრი და 80 სანტიმეტრი. ის გადახურულია თაღოვანი ქვით და ზუსტად ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობს. სამარხთან ერთად არქეოლოგებმა ციხე სიმაგრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სამზარეულო, ცისტერნები, კერამიკული ფრაგმენტები და ბიზანტიური მონეტები.

"ამ საფლავს როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე ჩვენც ვეძებდით.  მისი ზედა ნაწილი დაფარული იყო აკლდამით. მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც აკლდამა გავთხარეთ, ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ნეშტი და ვერც ძვლის ფრაგმენტები. "- აცხადებს არქეოლოგთა ჯგუფის წარმომადგენელი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი