სამხრეთამერიკული თავგადასავალი
2025-10-01 11:55:18

სპორტი

14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.

ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება - ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე. 

სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია.

ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი): 

  • 5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta) 
  • 5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa) 
  • 4 მატჩზე დასწრება  

მატჩები ბუენოს აირესი:  

  • ველესი - რივერ პლეიტი 
  • ბოკა ხუნიორსი - ტიგრე 

მატჩები რიო-დე-ჟანეირო: 

  • ფლამენგო - სპორტი 
  • ვასკო და გამა - სან პაულუ 

ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის  მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს - 032 2 27 27 99.

 


ავტორი: R (რეკლამა),


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი