ალბანეთი მსოფლიოში პირველია, ვინც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დანიშნა
2025-09-12 08:50:51

High - Tech

Politico-ს ცნობით, ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი ჰყავს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ტირანაში სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე მთავრობაში ცვლილებების შესახებ განაცხადა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ახალი „კაბინეტის წევრი“ - დიელა (ალბანურიდან „მზის შუქი“) წარადგინა.

რამას თქმით, დიელა კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო შესყიდვებზე იქნება პასუხისმგებელი. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი ეტაპობრივი იქნება და ექსპერიმენტის საბოლოო მიზანია ალბანეთი ისეთ ქვეყნად აქციოს, სადაც ყველა ტენდერი „ასი პროცენტით უხრწნელი იქნება, ხოლო მათში გამავალი სახელმწიფო სახსრები აბსოლუტურად გამჭვირვალე“. „ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ დიელას მისიაა“, - განმარტა მთავრობის მეთაურმა.

დიელა ალბანელი მოქალაქეებისთვის უკვე ნაცნობია: ის მართავს e-Albania ციფრულ პლატფორმას, რომელიც ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს სამთავრობო სერვისების უმეტესობაზე წვდომას.

როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციასთან ბრძოლა დიდი ხანია ალბანეთში მთავარი საკითხია და რეგულარულად განიხილება ევროკავშირის კანონის უზენაესობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი