სტიქიაა სამცხე ჯავახეთში
2025-07-22 11:18:17

რეგიონი

 ადიგენის სოფელ გომაროში, ძლიერი წვიმის შედეგად წამოსული ღვარცოფი ადგილობრივების ეზოებსა და სახლებში შევარდა. სტიქიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ლოდები ყრია ეზოებსა და ცენტრალურ გზაზე. ღვარცოფში მოჰყვა მიკროავტობუსი. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. თემაზე 

სოფელ გომაროში ღვარცოფის შედეგად, ერთი სახლი დაიტბორა, ადგილზე მუშაობს სამაშველო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან გაიყვანეს.

„ძლიერი წვიმის შედეგად, მთიდან წამოვიდა დიდი მდინარე და ხევში ქვა–ღორღი ჩამოიტანა. მერიამ გამოუშვა ტექნიკა და ვასუფთავებთ გზას. ერთ სახლში შევარდა ღვარცოფი. სამაშველო ჯგუფი მუშაობს, წყალი ამოტუმბეს უკვე. გზაც გაიხსნა. არავინ არ დაშვებულა. რამდენიმე ოჯახი ღამეს მეზობელთან გაათევს, რადგან არ ვიცით, შეიძლება სტიქია განმეორდეს, უსაფრთხოების მიზნით მოვიქეცით ასე“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ გომაროში მერის წარმომადგენელი, ამირან მიქელაძე.  

ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი ღვარცოფის შედეგად, რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი.

„ქვა–ღორღი ჩამოიტანა, სოფლის ბოლოში, დასახლებული ადგილია, დაშვებული არავინაა. გზა იყო ჩაკეტილი სადაც ხუთი–ექვსი ოჯახი ცხოვრობს. ადგილზეა ტექნიკა მერიიდან და მუშაობენ“,– გვითხრეს ადგილობრივებმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი