Amazon-მა ორბიტაზე პირველი ინტერნეტ თანამგზავრები გაუშვა
2025-04-29 22:08:30

High - Tech
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

Amazon-მა დედამიწის დაბალ ორბიტაზე პირველი 27 თანამგზავრი გაუშვა. კოიპერის პროექტის ფარგლებში სულ 3,236 თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

„როიტერის“ ცნობით, ამ პროექტის მიზანია მთელ მსოფლიოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ის მილიარდერ ილონ მასკის Starlink ქსელთან კონკურენციას ისახავს მიზნად. 2019 წლიდან SpaceX-მა ორბიტაზე 8000-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა.

10 მილიარდი დოლარის ღირებულების კოიპერის პროექტი 2019 წელს წარადგინეს. პირველი თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება 2024 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა გაშვება ერთი წლით გადაიდო. „როიტერის“ ცნობით, Amazon-მა შესაძლოა წელს კიდევ ხუთი ასეთი გაშვება განახორციელოს.

Amazon-ი ვარაუდობს, რომ Kuiper-ის პროექტი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდებას 2025 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი