მაღაროელები დღეს საპროტესტო აქციას თბილისში მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ
2025-03-24 09:42:04

სპეციალური ანონსი

მაღაროელები დღეს, 24 მარტს საპროტესტო აქციას თბილისში მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ.

მოთხოვნები კვლავ უცვლელია:

  • მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  • შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  • მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
  • უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი