დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართება
2025-02-16 11:19:47

სპეციალური ანონსი

დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

“15 თებერვალს რეჟიმის უპასუხისმგებლობას ორი სიცოცხლე შეეწირა. საქართველო დღეს ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ირაკლი კობახიძემ მშენებლობის მეორე ეტაპი 10 თებერვალს დააანონსა. ადგილი არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით. უსაფრთხოების ზომების დაუცველობას კი ემსხვერპლა 2 მცირეწლოვნის სიცოცხლე, რომლებიც გარეთ ჯართის შესაგროვებლად იყვნენ გამოსულები.

16 თებერვალს,17:00 საათზე ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“ | წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი