7 თებერვალს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
2025-02-05 17:04:53

სპეციალური ანონსი

7 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მედიის სფეროს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას, ლოზუნგით – "თავისუფლება მზია ამაღლობელს" გამართავენ.

ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 25-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით, ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი