თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება – მოქალაქეები ქოლგებით გამოსვლას გეგმავენ
2025-02-02 11:21:45

სპეციალური ანონსი

„დიდი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, რომელიც დღეს თბილისში, „თბილისი მოლთან“ გაიმართება, რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ,როგორც მოქალაქეები განმარტავენ ქოლგები ჯერ კიდევ არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოცხადებული.

საპროტესტო აქცია დიღომში, ზუსტად 16:00 საათზეა დაგეგმილი. აქცია, სახელწოდებით „ბოლომდე!“, მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა გაიმართება და მისი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ  ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან რამდენიმე ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ხოლო გუშინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მოქალაქეები მაინც არ შინდებიან. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ შეაჩერებს მათ, ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით.

„ჩვენი სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზაცია იქნება, მაგისტრალის გადაკეტვა ან სხვა მსგავსი ღონისძიებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ძალადობას. ჩვენ ვრჩებით მშვიდობიან პროტესტში, თუ სისხლის არ დაიღვარა. ბიძინა ივანიშვილი მკვლელია. ის იყო მკვლელი 90-იან წლებში, როცა ხალხი მოკლეს და თვალი არ დაუხამხამებია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია და საკუთარი დასასრულის წინაშე დგას.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი