უწყვეტი საპროტესტო აქციები ბათუმში
2025-02-01 10:18:15

სპეციალური ანონსი

1 თებერვალს ბათუმში სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიება გაიმართება. მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. 65 დღეა, რაც საქართველოს მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები სამართლიან არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს ქალაქში  შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

• 15:00 – ველო მარში, ევროპის მოედნიდან

• 18:00 – ქობულეთელების მარში

• 18:00 – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხალხს შეხვდება ბსუ-ში

• 19:00 – “ახალი თეატრის” მანიფესტი

აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

მოქალაქეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები.

 

 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი