„ახალი თეატრი“ სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებს, რომ მათი ულტიმატუმის ვადა 21 იანვარს ამოიწურა და საპროტესტო მოქმედებების დაწყებას გეგმავენ. 23 იანვარს, 18:00 საათზე, თეატრის წინ, დავით აღმაშენებლის გამზირზე #127, დაიგეგმება „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის გაჟღერება.
„ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, მეგობრებს, მხარდამჭერებს და თითოეულ მოქალაქეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად, თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოითხოვა ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლება.
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული, კვლავ პატიმრობაში რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,