ISFED - ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა დაფიქსირდა
2021-01-29 13:39:04

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, 850 „პივიტი“ უბნის გადათვლის შედეგად, მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში დამკვიდრებულია მეტობით დისბალანსის გასწორების მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა განმარტებების საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელახლა გადაგვეთვალა ყველა „პივიტი“უბანი, 850 უბანი, ძალიან დეტალურად სწავლობდა არამარტო პივიტის გუნდი არამედ ისფედის თანამშრომელი, შემიძლია გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს. საქართველოში დამკვიდრებულია მეტობით დისბალანსის გასწორების მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს, არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა განმარტებების საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას. მარტო „ისფედმა“ 160 უბანზე მოითხოვა გადათვლა, თუმცა აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16“, - განაცხადეს „სამართლიან არჩევნებში“.


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი