საია - ჩუღურეთისა და რუსთავის ოლქებში ჩვენს დამკვირვებლებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ
2020-11-21 18:28:04

ჩუღურეთისა და რუსთავის ოლქებში საიას დამკვირვებლებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ, - ამის შესახებ განცხადებას ახალგზრდა იუსიტთა ასოციაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება.

„მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ“, - აცხადებენ საიაში.


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი