|
2020-03-27 10:48:36, 1842 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ვინც საკუთარი სასტუმრო ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო. ნათია თურნავას თქმით, დღეს დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, იმ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, ერთიანობა, თანადგომა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს - სასტუმროების „შერატონ გრანდ თბილისის", „მოქსის", „იბისის" და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის" მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოწყობის მიზნით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს და საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს. „ამ მიზნით, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვახორციელებთ საკარანტინო სივრცეების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროებში. დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 64 სასტუმროში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)