12:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 10:03:15, 586 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას სამარხიდან კიდევ 12 ცხედარი გადმოასვენეს

ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებულ 12 იდენტიფიცირებულ ნეშტს „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ სამების საკათედრო ტაძარში დღეს გადაასვენებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს,  სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათიდან გაიმართება.

ცნობისთვის, წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც შეისწავლის  1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე  7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics