|
2026-05-04 12:13:41, 9543 ნახვა
რეგიონი
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია ერევანში 4 მაისს გაიხსნა. ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. სამიტს ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან. საერთო ჯამში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოება დაახლოებით 50 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს. ღონისძიებაზე განიხილება თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურული კავშირი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის შედეგებს. სამიტის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, ასევე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების გაუქმების ცერემონია.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)