15:54 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 22:17:57, 5656 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი გაიმართა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი გაიმართა. ვიდეოკონფერენციის საშუალებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის, მათ შორის ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს, ასევე გორსა და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლების ხელმძღვანელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და დეტალური ანგარიში წარადგინა.

სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიებები უწყებათაშორისი საბჭოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. როგორც პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებისა და თანდართული ინსტრუქციების შესაბამისად ხორციელდება - მართვის ცენტრისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება ყველა თანამშრომლის აღრიცხვა, ვინც ექვემდებარება იზოლაციას ან გადადის საკარანტინე სივრცეში, მათი დახვედრა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ხდება შესაბამისი წესების დაცვით, სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა დამატებითი ტრენინგები, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლის მიზნით სამხედრო პოლიციას შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცა, კითხვარის შევსების შემდეგ სამედიცინო პერსონალი პირველად ეპიდემიოლოგიურ შეფასებას განახორციელებს, ასევე, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

სამხედრო ჰოსპიტალის უფროსმა დავით ბარლიანმა ჩართვისას აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება სრულ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა. საგანგებო თათბირზე სამხედრო ექიმებმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებებიც მიიღეს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics