11:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 11:33:56, 1505 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე, რომელსაც ღია კაფე-ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული სივრცე, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

"ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, ანუ მიწები გავათავოსუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან", - ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს თბილისში 200-მდე ასეთი ტიპის კაფე-ბარია.

 

"ახალი კრონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმის სფერო. აქედან გამომდინარე გადავწტყვიტეთ ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, ანუ მიწები გავათავოსუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

 

დღეს დღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ამ მეწარმეებს მდგომარებას, რომლებსაც პანდემიის გამო ზიანი ადგებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics