03:02 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:20:11, 13327 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალკალიანი - კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც იმოგზაურეს ან ტრანზიტად გაიარეს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნები, 14 დღიან საკარანტინე სივრცეში უნდა იმყოფებოდნენ.

„ოთხ ქვეყანას კიდევ დაემატა ოთხი ქვეყანა. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი და აქედან გამომდინარე, ქვეყნების რიცხვი გაიზარდა რვამდე. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ან ტრანზიტად გაიარეს ეს ქვეყანა, ექვემდებარებიან აუცილებებლ 14 დღიან საკარანტინე პროცედურებს. ასევე, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნიდან შემოდიან გაივლიან 14 დღიან საკარანტინე პროცედურებს ან უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა. გარდა ამისა, მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ამ ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც ითვლება მაღალი რისკის ზონებად.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიუო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაწერილი შესაბამისი პროცედურებით. მთავრობის წევრები და სამინისტროები ვართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics