|
2020-03-11 23:46:43, 9896 ნახვა
ომი უკრაინაში
აივ ინფექციის თერაპიით კორონავირუსით დაავადებულთა განკურნების რიცხვი მატულობს
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი სამხრეთ ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაავადებისგან აივ ინფექციის წამლებით განიკურნა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება. ექსპერტების განცხადებით, მათ გამოიყენეს აივ-შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და ანტირეტროვირუსულ საშუალება ლოპინავირ-რიტონავირის კომბინაცია ინტერფერონ ბეტასთან ერთად. ეს უკანასკნელი გახლავთ ცილა, რომელიც უჯრედებს ინფიცირებისგან იცავს. მადრიდის რამონ-ი-კახალის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს ხელმძღვანელის, სანტიაგო მორენოს განცხადებით, SARS-CoV-2-ის (დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ოფიციალური სახელი) პროტეაზა (ფერმენტების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ცილების ან პოლიპეპტიდების დაშლაში) ძალიან ჰგავს აივ ინფექციისას. "როიტერის” ინფორმაციით, კომისია ასევე აცხადებს, რომ ვიდრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ანტი-ვირუსული პრეპარატი შემუშავდება, გარკვეულ პაციენტებზე გაიცემა რეკომენდაციები აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკური კვლევის შედეგები მედიკამენტის ტესტირების შესახებ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტაილანდსა და ჩინეთში, ექიმებმა მოსინჯეს აივ ინფექციისა და გრიპის წამლების კომბინაცია. ამ კვლევათა შედეგების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ნამდვილად არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც აივ ინფექციის ანტირეტროვირუსული პრეპარატების კვლევა ღირს. აივ-ის მსგავსად, კორონავირუსები რნმ ვირუსებია. წლების წინ, 2002-2004 წლებში, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიისას, აივ-ის პრეპარატებისა და ანტივირუსული წამლების კომბინაციამ გამოაჯანმრთელა ზოგიერთი პაციენტი. SARS სხვა სახის კორონავირუსით არის გამოწვეული. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია ჟურნალ Thorax-ში.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)