21:24 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:44:16, 1388 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო მკაფიო გზავნილები

„ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ანგარიშის მოხსენებას.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი შეუერთდება იმ პათოსს, რომელიც ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა გაახმოვანეს.

„ოპოზიციამ შარშანაც ასე თქვა, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები შარშან. წელსაც ასეთ გზავნილებს ველოდებით. ჩვენი კურსი არის დასავლური და ეს მკაფიოდ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო მესიჯები გახმოვანდა შარშან და დარწმუნებული ვარ, წელსაც იგივე იქნება, ამიტომ ოპოზიციას შეუძლია არც ამას დაესწროს და არც ეს პათოსი გაიზიაროს. წელსაც დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეუერთდება პათოსს, რომელიც გარედან გაახმოვანეს ჩვენმა დასავლელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა. დიალოგით საბოლოო კონსესუსი უნდა შედგეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  მოხსენებით წარსდგება. ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად პრეზიდენტის მოსმენას არ დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics