|
2020-03-02 12:38:44, 1009 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ახალი წევრები შეუერთდნენ
თბილისი, 2 მარტი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ვაჟა მენაბდე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი აბაშიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ. ვაჟა მენაბდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჟას კარიერა 1999 წელს საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მას არაერთი პოზიცია ეკავა კორპორაციული საბანკო საქმიანობის დირექტორის მოადგილის და მიკრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციების ჩათვლით. 2010 -2016 წლებში ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას. 2016-2018 წლებში ვაჟას ეკავა სტარტაპ საქართველოს დირექტორის პოზიცია. 2018 წელს ვაჟა მენაბდეს პაშა ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ვაჟა მენაბდე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და საერთაშორისო ეკონომიკის MBA ხარისხს. 2019 წლიდან ვაჟა ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management, France) MBA ხარისხს. ირაკლი აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, უმეტესწილად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით. 2005–2017 წლებში ირაკლის ეკავა არაერთი პოზიცია საქართველოს ბანკში - საკრედიტო ოფიცრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კოორდინატორამდე. 2016 წლიდან ირაკლი ფინკა ბანკ საქართველოს შეუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების კონსულტანტად. 2017 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საკრედიტო დეპარტამენტს ფინკა ბანკში. ირაკლი აბაშიძე ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) MBA ხარისხს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახალ, ძლიერ გუნდთან ერთად ჩავერთვები ლიბერთის უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების პროცესში. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით გამოვიყენო და მაქსიმალურად სწრაფად შევთავაზოთ ბიზნესისთვის საინტერესო პროდუქტები და მომსახურება“, - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ. „მოხარული ვარ, რომ მე და ირაკლის მოგვეცა შესაძლებლობა განვავითაროთ ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება ბანკში მიმდინარე ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში“, – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. „მინდა მივესალმო ვაჟას და ირაკლის ბანკის მზარდ გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ლიბერთის განვითარებაში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრებს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციებზე“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. .
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)