02:06 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 13:57:52, 1348 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქუთაისისა და საჩხერის საავადმყოფოდან 11 ნიმუში გადაგზავნილია ლუგარში, რომლებიც დღეს დაიტესტება

„ქუთაისისა  და საჩხერის საავდმყოფოდან აღებული იქნა  11 ნიმუში, რომლებიც გადაიგზავნა ლუგარში და დღეს დაიტესტება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 31 ადამიანი, რომელთა ნაწილი გამოკვლეულია.

„ამ ეტაპზე ოთხი საიზოლაციო სივრცე არის გამოყოფილი ქვეყანაში. საჩხერეში 31 ადამიანია დაკვირვების ქვეშ, აბასთუმანში გახლავთ 21 ადამიანი, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, სადაც, რა თქმა უნდა, ბავშვები არ არიან დაკვირვების ქვეშ გახლავთ 15 ადამიანი. ასევე გუშინ, გამოყოფილი იქნა ვივამედის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილება, სადაც მოთავსებულია 28 ადამიანი.

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 31 ადამიანი. მათი ნაწილი გამოკვლეულია. დღესაც მუშაობენ ჩვენი ეპიდემიოლოგთა ჯგუფები. გარკვეული პერიოდულობით ხდება სინჯების აღება, რომლებიც გამოსაკვლევად იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. იმედი გვაქვს, რომ პასუხები დღის განმავლობაში იქნება. ასევე ქუთაისისა  და საჩხერის საავდმყოფოდან აღებული იქნა  11 ნიმუში. ძირითადად კი ქუთაისის ინფექციური საავდმყოფოდან. ისინი გადმოიგზავნა ლუგარში და ეს 11 ნიმუშიც დღეს დაიტესტება“,  -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics