23:30 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 14:45:33, 1962 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური მერაბიშვილის განცხადებას „დამხობის“ შესახებ „არასერიოზულს“ უწოდებს

„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ და გამოვიდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომალური ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გუშინდელი განცხადება „დამხობის“ შესახებ „არასერიოზულია“.

„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ და გამოვიდა. მე არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდანაც, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ დატოვა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მან განცხადება გააკეთა, სადაც ხელისუფლების „დამხობით“ იმუქრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics