|
2020-02-20 11:52:40, 955 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი მერაბიშვილზე - კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი შეუერთდა თავისნაირი ლიდერების ჯგუფს
„კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“ მის სატელიტ პარტიებთან ერთად“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ყოფილის შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს. როგორც მან აღნიშნა, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. „ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. დღესაც ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, კიდევ ერთი კრიმინალური ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“ მის სატელიტ პარტიებთან ერთად. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, ის სისტემური დანაშაულების მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. ჯერ ისინი გასცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ განგვიცხადებია და იცით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდება საპარლამენტო არჩევნებში. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვებრძვით კრიმინალურ მენტალიტეტს, ვაგრძელებთ ბრძოლას და ქართული საზოგადოება გამოუტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით კრიმინალური წარსულის და მენტალიტეტის მქონე ადამიანს. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საერთოდ საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. „მატროსოვის“ ციხე თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)